სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიამ რუსეთი დაჩაგრა!

იოაჰიმ ლიოვმა აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა და არ ინანა. ზანემ, ჰავერცმა, ვერნერმა და გნაბრიმ რუსეთი დაცვა გააწვალეს. პირველ ნახევარში გერმანელებმა მეტოქის კარები სამჯერ აიღეს. ანგარიში ზანემ გახსნა, მერე კუთხურის შემდეგ კარებში ბურთი ზულემ გადააგზავნა. ტაიმის მიწურულს ჰავერცმა მშვენიერი გადაცემით გნაბრი მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა და ბაიერნის ვინგერმა ანგარიში 3:0-მდე გაზარდა.

პირველი რეალური მომენტი რუსებმა 47-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ კარებს ააცილეს. 15 წუთში მეტოქის სახიფათო თამაშის შემდეგ ტრავმა ექტორმა მიიღო,

82-ე წუთზე მანშაფტი ნოიერმა გადაარჩინა. კაპიტანმა საფირმო სტილში საჯარიმოს ფარგლების გარეშე მშვენივრად ითამაშა.

მატჩის დასრულებამდე ანგარიში არ შეცვლილა, 3:0!


16-11-2018