სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვი: "ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ვაკვირდებით"

"რუსეთთან მარკო როისი ვერ დაგვეხმარება. მას ტერფი აქვს გასიებული. ორშაბათამდე მარკო როისის ბედი გადაწყდება. მოთმინება გვმართებს. ხუთშაბათს დრაქსლერიც ვერ ითამაშებს. ოჯახში დანაკარგი აქვს და ამას გლოვობს. ორშაბათის მატჩამდე, დიდი ალბათობით, დაგვიბრუნდება. რუსეთს წარმატებული პერიოდი აქვს. 2008 წლის დონეს დაუბრუნდნენ. დისციპლინარული და აგრესიული ნაკრებია, თავს საიმედოდ იცავენ. ჩერჩესოვმა მშვენიერი გუნდი ჩამოაყალიბა. ხუთშაბათს საღამოს კარებს ნოიერი დაიცავს. შეტევის ხაზში რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. ფორვარდის პოზიციაზე თამაში იულიან ბრანდტსაც შეუძლია. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ვაკვირდებით. შტეფან კუნცთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. სერჟ გნაბრი კარგად განვითარდა. 2014 წელს ნაკრებისთვის ოპციას წარმოადგენდა, მაგრამ ტრავმა მიიღო. ახლა ძალიან კარგად თამაშობს. განვითარების შემთხვევაში ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება", აღნიშნა იოაჰიმ ლიოვმა.


14-11-2018