სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

2019 წელს დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი

დღემდე სატრანსფერო ბაზარზე ბაიერნს დიდად არ იაქტიურია. ალფონსო დეივისის ტრანსფერში მიუნხენელებმა 14 მლნ. ევრო გადაიხადეს, მაგრამ ზებენერ შტრასეზე ახალგაზრდა ფეხბურთელს მხოლოდ იანვარში ვიხილავთ.

ლეონ გორეცკა თავისუფალი აგენტის სტატუსში გადმოვიდა. რენატო სანჩესი და სერჟ გნაბრი გუნდს იჯარიდან დაუბრუნდნენ.

კლუბის რეკორდი 41,5 მლნ. ევროს შეადგენს, რომელიც ბაიერნმა ტოლისსოს ტრანსფერში გადაიხადა, სხვა გუნდებმა ეს მაჩვენებელი დიდი ხნის წინ გადაფარეს.

"ახლა ფულის შეგროვების პროცესში ვიმყოფებით. მომდევნო წლის ზაფხულში დიდი ტრანსფერის განხორციელებას ვგეგმავთ", აღნიშნა ორიოდე დღის წინ Sky-სთან ინტერვიუში ული ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნს ფრანკ რიბერი და არიენ რობენი დატოვებენ. გერმანულ პრესაში მათ სავარაუდო შემცვლელებად გარეთ ბეილი, პაულო დიბალა, იულიან ბრანდტი და ა.შ. სახელდებიან.


21-08-2018