სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰუმელსი: "შესვენებაზე ცვლილება უნდა მომეთხოვებინა"

"დორტმუნდში ძლიერი შემცივნებით ჩავედი. საერთო ჯამში ყველაფერი რიგზე მქონდა, მაგრამ თამაშის აღქმისთვის უფრო დიდი პერიოდი მჭირდებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ დროს ხდება. ვთვლი, რომ თამაშს სწრაფად ვკითხულობ, მაგრამ დორტმუნდში ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. ორ ეპიზოდში ბურთი, როგორც "ლუზერი" დავკარგე. მატჩის წინ სამწვრთნელო შტაბისთვის ამადმყოფობის შესახებ არ მითქვამს. რომ მეთქვა, სასტარტო შემადგენლობაში არ დამაყენებდნენ. 62-ე წუთზე, მეორე წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ, ცვლილება მოვითხოვე, რადგანაც ვიფიქრე, რომ თამაშის გაგრძელება დიდ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული. ვაცნობიერებდი, რომ ამის გაკეთება შესვენებაზე უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა და ამის გამო საკუთარ თავზე ვბრაზობ. მაღალ დონეზე ასეთ მდგომარეობაში თამაში ძალიან რთულია", განაცხადა მატს ჰუმელსმა.


12-11-2018