სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰიონესი: "ჩემპიონატის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ"

"ორივე გუნდის შესრულებით დაუვიწყარი თამაში იყო", აღნიშნა ული ჰიონესმა.

"ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მშვენიერი მატჩი გამოდგა, რომელიც ანგარიშით 3:3 უნდა დასრულებულიყო. სამწუხაროდ, დავმარცხდით. ყველანი ძალიან დამწუხრებულები ვართ", განაცხადა ლეონ გორეცკამ.

"როდესაც ორჯერ წინ ხარ და საბოლოოდ მატჩს ვერ იგებ, მაშინ რაღაც არა სწორედ გქონდა გაკეთებული. გუნდმა ხასიათი აჩვენა, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომა დაუშვა", თქვა თომას მიულერმა.

"ბაიერნმა ხასიათი აჩვენა, მაგრამ კონტრშეტევები ვერ გაანეიტრალა, რაც დორტმუნდთან მატჩში დაუშვებელია. წინ 23 ტური გვაქვს ჩასატარებელი, დანებებას არ ვაპირებთ", დაამატა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"დადებით მომენტებზე კონცეტრირება გვმართებს. მომავალში ასეთი დონის თამაში ხშირად უნდა ვაჩვენოთ. ბევრი შრომა გველოდება", თქვა ნიკო კოვაჩმა.

"შობამდე დარჩენილ კვირებს ოპტიმიზმით ვუყურებ. ჩემპიონატის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ", დაასრულა ბაიერნის პრეზიდენტმა.


12-11-2018