სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფავრე: "საბედნიეროდ შესვენებაზე მხოლოდ 0:1 ანგარიშზე გავედით"

"დაუვიწყარი მატჩი იყო. შეხვედრის დასაწყისში ბაიერნი ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა. სრულიად დომინირებდნენ, ბურთს ხშირად ფლობდნენ, მისი წართმევა არ გამოგვდიოდა. ტემპი ძალიან მაღალი იყო. პრესინგი, კონტრპრესინგი, გადაცემების ჩაჭრა - ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდათ. მაგრამ ვიცოდი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ესე ვერ ითამაშებდნენ. ბუმერანგივით არის. მოთმინება გვმართებდა. საბედნიეროდ შესვენებაზე მხოლოდ 0:1 ანგარიშზე გავედით. რაღაც სათამაშო დეტალების კორექტირება შევძელით. როისის გოლის შემდეგ ტრიბუნებმა ძლიერი მუხტი მოგვცეს და ვიგრძენით, რომ მატჩის მოგება შეგვიძლია. საბოლოო ჯამში ამის გაკეთება მოვახერხეთ. გუნდმა ფანტასტიური ხასიათი აჩვენა", განაცხადა ლუსიენ ფავრმა.


11-11-2018