სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: "საკუთარი თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ"

"ორივე გუნდის შესრულებით ფანტასტიური თამაში ვიხილეთ. ძალიან გახსნილი შეხვედრა იყო. პირველ ტაიმში მატჩის სადავეებს ჩვენ ვაკონტროლებდით, მეორე ნახევარში დორტმუნდი დომინირებდა. მეორე ტაიმში სწრაფი გაშვებული ბურთის შემდეგ ანგარიშის წაყვანა მაინც შევძელით. შემდგომში კონტრშეტევებზე ორჯერ დავისაჯეთ. ესეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. პირველ ტაიმში მოედნის ცენტრს კარგად ვფლობდით და მეტოქეს ფლანგებზე გავდევნიდით. მეორე ნახევარში ამის გაკეთებას უკვე ვერ ვახერხებდით და ბორუსიამ მომენტების შექმნა დაიწყო. სამწუხაროდ დავმარცხდით, არადა ფრედ თამაში სავსებით რეალური იყო. საკუთარი თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. შალკესთან შეხვედრის შემდეგ ჩვენთვის საუკეთესო მატჩი იყო", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


11-11-2018