სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

Der Klassiker. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის მთავარი მატჩი გაიმართება. გუნდებისთვის 99-ე დუელი იქნება. დორტმუნდში რიგით საიუბილეო 50-ე მატჩი შედგება. სტატისტიკა თანაბარია, გასვლაზე ბაიერნმა 15 გამარჯვება მოიპოვა, 19 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა და 15 მასპინძლებმა მოიგეს. ბურთები, 68:67. წინა წლის მატჩი მიუნხენელების სასარგებლოდ ანგარიშით 3:1 დასრულდა.

Der Klassiker-ის საერთო სტატისტიკა ბაიერნის სასარგებლოდ არის. მიუნხენელებმა 45 გამარჯვება მოიპოვეს, 29 შეხვედრა საყაიმო ანგარიშით დასრულდა და 24 თამაში მეტოქემ მოიგო. ბურთები 188:119. უკანასკნელ 8 მატჩში ბაიერნი დორტმუნდთან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (6 გამარჯვება და ფრე).

მიმდინარე ჩემპიონატში დორტმუნდი პირველ ადგილს იკავებს, ბაიერნი კი მესამეა. ბოლოს დორტმუნდი ბაიერნს 2011/12 წწ. სეზონის 30-ე ტურში 3 ქულით უსწრებდა. მომდევნო 12 დუელში გუნდებს ადგილები უკვე შეცვლილი ჰქონდათ: ბაიერნი ყოველთვის ლიდერობდა, დორტმუნდი ოპონენტს ჩამორჩებოდა.

საკუთარ კედლებში ძლიერი დორტმუნდი გასვლაზე ასევე ძლიერ ბაიერნს დაუპირისპირდება. ყველა ტურნირის ჩათვლით დორტმუნდმა უკანასკნელ 8 მატჩში 7 გამარჯვება მოიპოვა. ბაიერნი თავის მხრივ გასვლაზე წარმატებულად გამოდიოდა. გასული სეზონის ჩათვლით მიუნხენელებმა უკანასკნელ 8 გასვლით შეხვედრაში 7 გამარჯვება მოიპოვეს.

უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ვერცხლის სინი ან მიუნხენში (7 ჯერ), ან დორტმუნდში (2) გაემგზავრებოდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში გუნდებმა ერთობლივი ძალებით 21 ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. რეკორდმაისტერმა 16 მოიგო, მეტოქეს აქტივში მხოლოდ 5-ია.


10-11-2018