სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ჯგუფში ლიდერობა მოიპოვა

მატჩი აეკის სახიფათო მომენტით დაიწყო. საბედნიეროდ მეტოქის თაური დარტყმა კარებს ასცდა. შემდეგ კარგი შანსი გორეცკას ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აეკი გადაარჩინა.

ტაიმის მეორე ნახევარში კუთხურის ჩაწოდების დროს ლევანდოვსკიზე დაჯარიმდნენ და მსაჯმა პენალტი დანიშვნა. პოლონელმა დარტყმა ცივსისხლიანად გამოიყენა, 1:0!

ამის შემდეგ კოვაჩის შეგირდები ათამაშდნენ და რამდენიმე კარგი შეტევა ჩაატარეს, მაგრამ შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ შეძლეს.

55-ე წუთზე კიმიხი საფლანგო გადაცემა შეასრულა, რომლის შემდეგ გორეცკა კარგი დარტყმა განახორციელა, მაგრამ მეკარემ ისევ კარგი რეაქცია გამოავლინა.

4 წუთის შემდეგ მარტინეზს ლევანდოვსკიზე მშვენიერი გამჭოლი გადაცემა გამოუვიდა, მაგრამ პოლონელმა ბურთი მეკარეს გაარტყა.

72-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა. კიმიხის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მიულერმა თაური დარტყმით გადაცემა შორეულ ძელზე, სადაც ლევანდოვსკიმ ფეხით შეტევა დააგვირგვინა, 2:0!

თითქმის ეგრევე კარგი შესაძლებლობა გნაბრის ჰქონდა, მაგრამ მეკარემ მეტოქე ისევ იხსნა.

მატჩის ბოლოსკენ კოვაჩი ცვლილებებს მიმართა. მინდორზე რაფინია, სანჩესი და ვაგნერი გამოვიდნენ.

ბაიერნმა 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა, რადგანაც აიაქსმა ლისაბონში ქულები დაკარგა.


08-11-2018