სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი - აეკი. სტატისტიკა, ფაქტები და ა,შ,

2 კვირის წინ ათენში ბაიერნმა აეკს ანგარიშით 2:0 სძლია და ამით სტატისტიკა ბერძნული კლუბების წინააღმდეგ უფრო გააუმჯობესა. რეკორდმაისტერმა 10 მატჩიდან 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. მიუნხენურ შეხვედრებში ბაიერნმა მეტოქეებს 18 ბურთი გაუტანა და ერც ერთი არ გაუშვა. რეკორდმაისტერმა ყველა მატჩი მოიგო ერთის გარდა: 1983 წლის ნოემბერში მიუნხენელებმა პაოკ-თან 0:0 ითამაშეს.

საღამოს მატჩი ხამესისთვის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში საიუბილეო 50-ე, რობერტ ლევანდოვსკისთვის კი ევროთასებში 100-ე შეხვედრა იქნება. ამ მატჩებში თავდასხმელმა 54 ბურთი შეაგდო, აქედან 47 გოლი ჩემპიონთა ლიგის 75 მატჩში მოახერხა. ამ მომენტისთვის ლევანდოვსკი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეცხრე ადგილს იკავებს. პოლონელი ერთი ბურთის გატანის შემთხვევაში შევჩენკოს და იბრაჰიმოვიჩს დაეწევა და მეშვიდე ადგილზე გადავა.

3 ტურის შემდეგ აეკ-ს 0 ქულა აქვს. ახლა გუნდი არც ისე კარგ კონდიციებში იმყოფება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიუნხენში ამ უარყოფითი სერიის შეწყვეტა შეძლოს. ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ბერძნულ კლუბს გასვლაზე ჯერ არ მოუგია. აეკ-მა 13 გამართული მატჩიდან 8 წააგო.


07-11-2018