სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"დორტმუნდს შაბათს ვეთამაშებით. დღეს მხოლოდ აეკ-ზე ვფიქრობ".

"ოთხშაბათს საღამოს რობენი ვერ დაგვეხმარება. ხამესს პრობლემები აქვს, მისი ბედი მატჩის წინ გადაწყდება".

"ათენში რთული ჯახი გვქონდა, მაგრამ მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვიყავით. ოთხშაბათსაც რთული მატჩის მოლოდინში ვართ. სათამაშო უპირატესობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიპოვოთ".

"კინგზლი კომანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ტრავმის შემდეგ კარგ გზად ადგას. ვიმედოვნებ, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ მინდორს დაუბრუნდება".

"უამრავ მომენტს ვქმნით. კარების მიმართულებით იგივე სიხშირით ვურტყავთ, როგორც წინა სეზონებში იყო. რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ. ამის გასაუმჯობესებლად 3-4 ბურთის სხვაობით გამარჯვების მოპოვება გვჭირდება".

"ფრაიბურგთან შეხვედრაში რობენს მუხლმა შეაწუხა. იმედი გვაქვს, რომ შაბათამდე მწყობრში ჩადგება".

"გუნდის ყოველივე წევრს 5%-ით მომატება მმართებთ. ძველ ძალას მხოლოდ ამის შემთხვევაში დავუბრუნდებით".


06-11-2018