სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხი: "ჯგუფური სტადიის მოგება გვსურს"

"ოთხშაბათის მატჩის მოგება გვმართებს. დორტმუნდთან შეხვედრამდე საკუთარ ძალებში რწმენა უნდა დავიბრუნოთ".

"უკანასკნელ მატჩებში რთული და სამუშაო მოგებები მოვიპოვეთ. მინდორზე არ ვბრწყინავდით. ამის გაუმჯობესებაზე მუდმივად ვმუშაობთ".

"სიმართლე რომ გითხრათ კარგ კონდიციებში ვიმყოფები. პრობლემები არ მაქვს და დასვენებისთვის პაუზა არ მჭირდება. ფრაიბურგის წინააღმდეგ ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარე. მანამდე ზუსტად რომ შესვენება მქონდა".

"შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ მწვრთნელის დადანაშაულება სწორედ არ მიმაჩნია. პასუხიმგებლობა გუნდის ყველა ფეხბურთელზეც ვრცელდება".

"საკუთარ ძალებში რწმენა მოგებული მატჩების შემდეგ ბრუნდება. ყველამ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეხვედრების გამარჯვებას შევძლებთ".

"დაცვის ფლანგებზე მხოლოდ 3 ფეხბურთელი გვყავს. ჩემთვის სულერთია რომელ პოზიციას ჩამაბარებენ. უბრალოდ უკეთ თამაში მმართებს, ვიდრე ეს ფრაიბურგის წინააღმდეგ გამომივიდა".

"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის მოგება გვსურს. ათენში უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბურთის გატანას ვერ ვახერხებდით. დაცვის ხაზმა კარგად ითამაშა. ოთხშაბათს საღამოს ნულზე თამაში გვსურს".


06-11-2018