სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ლეონ გორეცკასთან

თქვენი სუპერგოლი ვარჯიშზე ნათელი მაგალითია იმის, რომ ბაიერნში ფეხი უკვე მოიკიდეთ. ქალაქში გასეირნება უკვე მოასწარით?
"სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვასწარი. მაგრამ თავისუფალ დროს ქალაქი არ დამიტოვებია. აქ ძალიან თბილი ადამიანები ცხოვრობენ".

საკუთარი პრეზენტაციის დროს თქვენ თქვით, რომ ბაიერნში გადასვლის შესახებ ბევრს ფიქრობდით. გადამწყვეტი როლი რომელმა ფაქტორებმა ითამაშეს?
"ხანგრძლივი პროცესი იყო. ბევრ დეტალზე ვფიქრობდი, ქალაქში ამინდზეც კი. მაგრამ საბოლოო ჯამში უპირატესობა მნიშვნელოვან ფაქტებს მივანიჭე".

მაინც რა არის მნიშვნელოვანი?
"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კლუბს ჩემი გადაბირება რეალურად სურდა და ბაიერნს ჩემი ინტეგრაციის მკაფიო გეგმა ჰქონდა შემუშავებული. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ ჩემპიონატი ჩემთვის კარგად არის ცნობილი. სხვა ქვეყანაში გადასვლას არ განვიხილავდი. ასევე ბაიერნი დიდი კლუბია, რომელმაც ბევრს მიაღწია. ეს ის გუნდია, რომელშიც მომდევნო ნაბიჯის გადადგმა შემიძლია. აქ ყოველდღიურად პროგრესირება შემიძლია. მომდევნო დონეზე გადასვლას შევძლებ. გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გამო მივიღე და ჯერ არ ვნანობ".

ბაიერნში ჩატარებული 4 თვის შემდეგ თქვენ ორი პერიოდის გადატანა მოგიწიათ. ჯერ ყველაფერი მშვენივრად იყო. ახლა კი გუნდი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა.
"შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ახლანდელ სიტუაციას მოუხდება: ფეხბურთი რუტინაა. მეორეხარისხოვანია ის, რაც წინა თვეებში ხდებოდა. მთავარია ის, რაც ახლა გვაქვს. გუნდს საუკეთესო თამაშის დემონსტრირება ვერ გამოსდის, ამის გამო კრიტიკის ცეცხლ ქვეშ ვიმყოფებით. მაგრამ ამ ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია. ეს ჩვენთვის დასახული ამოცანაა. ამ კვირაში სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა პირობა გვექნება".

რა იქნება საჭირო განწყობის შესაცვლელად?
"გამარჯვებები! და საუკეთესო თამაშის დემონსტრირება. ამას როგორ მივაღწევთ არც ისე მნიშვნელოვანია".

ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე აეკ-ს შეხვდებით...
"ამ მატჩზე კონცენტრაცია და სწორი მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა გვმართებს. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ და აქედან გამომდინარე გამარჯვების მოპოვების დიდი სურვილი გაგვაჩნია. კარგი თამაშის ჩვენება გვინდა".

ფიქრობთ უკვე დორტმუნდთან მატჩზე? რამდენად მნიშვნელოვანი იქნება აეკ-თან დადებითი შედეგის მიღწევა უქმეებზე სუპერმატჩის წინ?
"ქვეცნობიერად ვფიქრობთ, ალბათ. მაგრამ სრული კონცენტრაცია ოთხშაბათზე გვაქვს გადატანილი. ოთხშაბათს კარგი შედეგი შაბათის მატჩის დებიუტში დაგვეხმარებოდა. მაგრამ წარუმატებელი შედეგი მოტივაციაზე გავლენას არ მოახდენს".

თქვენთვის, როგორც ყოფილი შალკეს ფეხბურთელისთვის, დორტმუნდთან მატჩი განსაკუთრებული იქნება?
"რა თქმა უნდა. ბოხუმში თამაშის დროსაც დორტმუნდი ჩვენთვის მთავარი მეტოქე იყო. ამ დაპირისპირებაზე გავიზარდე. შალკეში გადასვლის შემდეგ ეს მატჩები პირველ ადგილზე გადავიდნენ. განსაკუთრებით შარშან, როდესაც ასწლეულის მატჩში 4:4 ვითამაშეთ და პირველი წრის შეხვედრა მოვიგეთ. დორტმუნდთან მატჩები ყოველთვის გულის ამაჩუყებელი იყო, აქედან გამომდინარე დიდი მოლოდინი გამაჩნია".

როგორ თამაშს ელით?
"ძალიან საინტერესოს, ემოციურს. ცხრილში საინტერესო მდგომარეობის გათვალისწინებით. საუკეთესო თამაშის დემონსტრირება, გამარჯვების მოპოვება და ქულებათა სხვაობის შემცირება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება".

როგორს ინატრებდით ბაიერნში პირველ სეზონს?
"ამაზე ჯერ არ მიფიქრია. საკუთარი სტარტით კმაყოფილი ვარ. ალბათ მხოლოდ აუგსბურგთან მატჩი ვერ გამომივიდა, რომელშიც გამოსვლა მარცხენა მცველის პოზიციაზე მომიწია და თამაში ნაკლებად გამომივიდა. ვთვლი, რომ საერთო ჯამში კარგად გამოვდივარ და ასე თამაშის გაგრძელება მსურს. მცირე ტრავმების თავიდან არიდებაც კარგი იქნებოდა, რომლებსაც ძალიან ხშირად ვღებულობ. გუნდში უკეთესი ინტეგრაცია, პროგრესირება და ბაიერნისთვის დახმარების გაწევა მსურს".


06-11-2018