სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერი: "ყველაფერს ტონი ტაპალოვიჩის დახმარებით მივაღწიე"

"2012 წელს ბაიერნში მანუელ ნოიერთან ერთად გადავედი. მანამდე შალკეს ახალგაზრდულ გუნდებში გოლკიპერებს ვწრთნიდი. მანუელთან სავარჯიშო პროცესი უმაღლეს დონეზე გვაქვს აყვანილი. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. მატჩების დროს ეს ძალიან გვეხმარება. მე მეკარეების სამწვრთნელო მეთოდიკის საკუთარი ფილოსოფია გამაჩნია", განაცხადა ტონი ტაპალოვიჩმა.

"ყველაფერს ტონი ტაპალოვიჩის დახმარებით მივაღწიე. ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. საკუთარი გამოცდილება გამიზიარა", აღნიშნა მანუელ ნოიერმა.

"ტონი მშვენიერი ადამიანია. უამრავი ვიდეო მაჩვენა, მეკარეებთან დიდ დროს ატარებს. ამან დიდი სარგებელი მოგვიტანა. მასთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს", თქვა სვენ ულრაიხმა.

"თავის დროზე ტაპალოვიჩმა მშვენიერი შთაბეჭდილება დამიტოვა. მაღალი დონის პროფესიონალია და კარგი ადამიანია. მისი სამუშაო კონცეპცია ძალიან მომეწონა", გაიხსენა იუპ ჰაინკესმა.

"ყველა მეკარესთან ნდობის მოპოვებას ვცდილობ. ჩვენს შორის მეგობრული დამოკიდულება უნდა დამკვიდრდეს", დაასრულა ტონი ტაპალოვიჩმა.


05-11-2018