სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: "მეტოქისთვის შანსი არ უნდა მიგვეცა"

"შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ. კარგად გადავადგილდებოდით, ბურთს ვფლობდით და მრავალფეროვნად ვუტევდით. ფლანგების გამოყენებას ვცდილობდით, მაგრამ რთული იყო რადგანაც ვინგერებს ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოდნენ. აქედან გამომდინარე შეტევების წარმართვა ცენტრიდან გვიწევდა, რაც არც ისე კარგად გამოგვდიოდა. ლევანდოვსკის დარტყმის შემდეგ ანგარიში 1:0 უნდა გამხდარიყო, რაც საქმეს გაგვიმარტივებდა. მეორე ტაიმში ანგარიში გავხსენით და მეტოქეს მატჩში დაბრუნების შანსი არ უნდა მიგვეცა. საკუთარ საჯარიმოსთან ბურთის მოშორება გვმართებდა და არა გათამაშება. ამ სიტუაციასთან მხოლოდ გამკლავება გვრჩება. აუგსბურგთან შეხვედრაშიც გოლი 89-ე წუთზე მივიღეთ. ზუსტად ეს 4 ქულა გვაკლდება. ამით დამწუხრებულები ვართ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.


04-11-2018