სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩმა ფრაიბურგს ისევ ვერ მოუგო...

მატჩი გუნდმა ძალიან მძლავრად დაიწყო. უამრავი კუთხური ჩამოაწოდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. კარგი საგოლე მომენტები ლევანდოვსკის და რობენს ჰქონდათ, ორივეჯერ მეტოქის მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა. აღსანიშნავია, ჰოლანდიელის დარტყმა, რომელიც არიენმა ლამაზ ვარდნაში შეასრულა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარში ფრაიბურგმა ბურთი გაიტანა, მაგრამ მანამდე მეტოქის ფორვარდზე თამაშ გარე სიტუაცია დაფიქსირდა.

შემდეგ ფრაიბურგის მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა ვიდეოასისტენტის დახმარების შემდეგ პენალტის დანიშვნა არ გაბედა.

66-ე წუთზე ბაიერნმა ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. ლევანდოვსკიმ ბურთი "ცოცხალ" კედელს გაარტყა.

78-ე წუთზე კიმიხმა და გნაბრი ჯარიმა ორიგინალურად გაითამაშეს, მაგრამ უკანასკნელს ნორმალური დარტყმა ვერ გამოუვიდა.

81-ე წუთზე, როგორც იქნა, გნაბრიმ ბურთი შეაგდო! სერჟმა ინდივიდუალური კლასის ხარჯზე შვოლოვის კარები აიღო.

ოთხ წუთში რიბერის ბურთის გაგზავნა შორეულ ცხრიანში სურდა, მაგრამ ცოტათი ააცილა.

88-ე წუთზე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, 1:1...

გუნდმა ქულები ისევ დაკარგა...


03-11-2018