სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი - ფრაიბურგი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს, ჩვენი დროით, 18.30 წუთზე ალიანც არენაზე ბაიერნი ფრაიბურგს უმასპინძლებს. წინა შეხვედრების სტატისტიკა რეკორდმაისტერის სასარგებლოდ არის. ჩემპიონატში გამართულ 36 შეხვედრიდან ბაიერნმა ფრაიბურგ 26 მატჩი მოუგო (6 ფრე და 4 მარცხი). ბურთები, 82:28.

რეკორდმაისტერს ფრაიბურგის წინააღმდეგ უკანასკნელი 14 საშინაო შეხვედრა მოგებული აქვს. მიუნხენში მეტოქემ ქულა მხოლოდ ერთხელ აიღო: 1997 წლის მაისში (0:0). საერთო ჯამში ბაიერნმა ფრაიბურგს საკუთარ კედლებში 18 მატჩიდან 16 მოუგო და 2 ფრედ დაასრულა.

მიმდინარე სეზონს ფრაიბურგი ნორმალურად ატარებს, მაგრამ გასვლით შეხვედრებში სუსტად გამოიყურება. სტუმრად გამართული ბოლო 13 შეხვედრიდან მეტოქემ მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა (5 ფრე და 7 მარცხი).

რობერტ ლევანდოვსკი ფრაიბურგთან მატჩებში ძალიან შედეგიანად თამაშობს. პოლონელმა მეტოქეს წინააღმდეგ ჩატარებულ 12 შეხვედრაში 13 გოლი მიითვალა. ბუნდესლიგის ისტორიაში არც ერთ სხვა ფეხბურთელს ფრაიბურგის კარები ასე ხშირად არ აუღია.

სათამაშო კარიერის დროს კოვაჩს ფრაიბურგთან არ წაუგია: 7 გამარჯვება და 3 ფრე. მაგრამ მწვრთნელის სტატუსში ხორვატი სპეციალისტის სტატისტიკა უარესია: 2 ფრე და 2 მარცხი.


03-11-2018