სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ოლიჩი: "ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდება"

"ნიკო კოვაჩი ძალიან კარგი ადამიანი და მშვენიერი მწვრთნელია. 10 წლის განმავლობაში ნაკრებში ერთად გამოვდიოდით. უკვე მაშინ მინდორზე მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებდა. ყველაფერს ხედავდა და შეცდომების გამოსწორებას ცდილობდა. მან ბაიერნთან ერთად ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა და ვთვლი, რომ კრიზისი გადალახა. დადებითი განვითარების შემდეგ კრიზისში მოხვედრა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამასთან გამკლავება მხოლოდ დიდი შრომის დახმარებით შეიძლება. ჩემპიონატში დორტმუნდთან საინტერესო ბრძოლის მოლოდინში ვარ. უკანასკნელ მატჩებში ფავრეს შეგირდები ბევრ გოლს უშვებენ. ვთვლი, რომ ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდება და ვერცხლის სინს ნიკო კოვაჩი მოიპოვებს", აღნიშნა ივიცა ოლიჩმა.


03-11-2018