სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"შაბათის მატჩისთვის სამი ტრავმირებული ფეხბურთელის გარდა ყველა მზადყოფნაშია".

"ტიაგო მშვენიერ სეზონს ატარებდა. ბევრ შეხვედრაში ლიდერის ფუნქციებს ასრულებდა. მისი ტრავმის შემდეგ შანსი სხვა ფეხბურთელებს მიეცემა".

"ტიაგო ჩემგან ნდობას გრძნობს. მშვენიერ საფეხბურთო ასაკში იმყოფება. ტრავმის შემდეგ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება".

"ნახევარდაცვის ცენტრში ალტერნატივა შეიძლება კიმიხიც გახდეს".

"ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის პროცესში მოთმინება გვმართებს. სანჩესი კარგად პროგრესირებს. მომავალში გუნდს ბევრ სარგებელს მოუტანს".

"დორტმუნდთან შეხვედრაზე ჯერ არ ვფიქრობთ. წინ 2 მატჩი გვაქვს გასამართი".

"ცუდად ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ გამარჯვებების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, მომენტების რეალიზაციის მხრივ მოვიკოჭლებთ. მაგრავ გავიმეორებ, რომ გამარჯვებების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო".

"ფრაიბურგი კარგ სეზონს ატარებს. შტრაიხი გუნდთან ძალიან ნაყოფიერად მუშაობს. უსიამოვნო მეტოქეა".

"დაცვის ხაზი კარგად გამოიყურება. უკანასკნელ შეხვედრებში მეტოქეებს ბევრი მომენტი არ ჰქონდათ. სულ 2 დარტყმა მახსენდება".

"აბსოლუტურად დადებითი ადამიანი ვარ. რეალისტი ვარ, ოცნებებში არ ვიკარგები. ჩემი საქმე მიყვარს".

"მწვრნელი ვარ. ჰელოუინს არ ავღნიშნავ. მაგრამ ვთვლი, რომ თუ ფეხბურთელები ერთად იკრიბებიან, მაშინ გუნდის სულისკვეთება ცოცხლობს".

"გვსურს მომდევნო ორი საშინაო მატჩის მოგება. ეს ჩვენთვის დასახული მიზანი იქნება".


02-11-2018