სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

IV ლიგის გუნდთან მხოლოდ 2:1

პირველივე წუთებიდან ბაიერნმა ინიციატივა ხელთ იგდო. მერვე წუთზე პირველი გოლი გავიდა. რაფინიამ, სანჩესმა და ვაგნერმა სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და ზანდრომ ახლო მანძილიდან ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:1!

ოთხ წუთში სანჩესი აქტიურობამ ბაიერნს პენალტი მოუტანა. ნახევარმცველი საჯარიმოს ფარგლებში წააქციეს. მიულერმა დარტყმა ცივსისხლიანად შეასრულა, 0:2!

23-ე წუთზე კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ველაგიჩმა წესები გორეცკაზე დაარღვია. 11-მეტრიან ნიშნულთან ამჯერად სანჩესი მივიდა, მაგრამ ძლიერი დარტყმით ბურთი ხარიხას გაარტყა. ანგარიში არ შეცვლილა.

თითქმის ეგრევე მეტოქემ ანგარიში კინაღამ შეამცირა. მიულერმა არაზუსტი გადაცემით მასპინძელი გუნდის ფორვარდი ნოიერთან ერთი ერთზე გაიყვანა, მაგრამ საბედნიეროდ ბურთი კარებს ასცდა.

დუბლის შესრულება თომასს მიულერს შეეძლო, მაგრამ ახლო ორთაბრძოლაში მეკარე ვერ მოატყუა.

მეორე ტაიმი როიდინგჰაუზენის საგოლე მომენტით დაიწყო, მაგრამ მეტოქემ საკუთარი შანსი ვერ გამოიყენა.

მაგრამ 50-ე წუთზე მაიერმა ნოიერის კარების აღება მაინც შეძლო, 1:2.

15 წუთში ალაბამ საჯარიმო დარტყმიდან გაისროლა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

შანსი რიბერისაც ჰქონდა, გოლისგან მეტოქე მეკარემ ისხნა.

ბოლო წუთზე ვაგნერის დარტყმა ისევ გოლკიპერმა მოიგერია.

ბაიერნი გერმანიის თასის გათამაშების შემდეგ რაუნდში გავიდა.


31-10-2018