სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ისევ სადებიუტო დუელი, ისევ მეოთხე ბუნდესლიგის კლუბი: დეჟავუ არ არის, გერმანიის თასის წილისყრის შედეგია. პირველ რაუნდში დროჰტერზენის წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ, რეკორდმაისტერი ისევ რეგიონალური ლიგის კლუბს დაუპირისპირდება.

საღამოს როიდინგჰაუზენი მატჩს ოსნაბრუკში და არა საკუთარ სტადიონზე გამართავს. მიუნხენელებს ამ არენასთან კარგი მოგონებები აკავშირებთ. 2013 წლის აგვისტოში ბაიერნმა კლუბი რედენი ანგარიშით 5:0 გაანადგურა. თასზე პირველი ჰეთ-ტრიკი მიულერმა გააფორმა, ბურთები ასევე შაქირიმ და რობენმა შეაგდეს. ბაიერნმა სტადიონის მასპინძელს ოსნაბრუკს ასევე ორჯერ მოუგო: 2001/02 წწ. 2:0 (კოვაჩი მაშინ შემადგენლობაში იყო) და 2004/05 წწ. ანგარიშით 3:2.

გერმანიის თასის გასვლით შეხვედრებს მიუნხენელები დიდი სიამოვნებით ატარებენ, რადგანაც, როგორც წესი, ამ მატჩებს გუნდი იგებს. უკანასკნელი 27 გასვლითი შეხვედრა ბაიერნს მოგებული აქვს. აქედან 24 მატჩი 90 და 120 წუთის მონაკვეთში და სამჯერ პენალტების სერიის შემდეგ. საერთო ანგარიში 87:12. ბოლოს მიუნხენელები 2009 წლის მარტში ლევერკუზენთან ანგარიშით 2:4 დამარცხდნენ.

გერმანიის თასის ფარგლებში რაფინია რეკორდის წინაშე დგას. ბრაზილიელის წაუგებელი სერია უკვე 30 მატჩს შეიცავს. ბოლოს რაფინია 2009 წლის მარტში შალკეს რიგებში მაინცის წინააღმდეგ მატჩში დამარცხდა.

გერმანიის თასზე რაფინიას და ლევანდოვსკის 27 ბურთი აქვთ გატანილი. ამ მაჩვენებლით დუეტი იუპ ჰაინკესს გაუტოლდა, რომელიც ბომბარდირთა სიაში მე-12 ადგილს იკავებს. ათეულში მოსახვედრად ბაიერნელებს ერთი ბურთი აშორებთ. მე-10 ადგილს დიტერ ჰიონესი და ერვინ კოსტედე იყოფენ.


30-10-2018