სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტრიო გოლის გარეშე რჩება

უკანასკნელ 9 შეხვედრაში თომას მიულერი გოლის გარეშე დარჩა. საერთო ჯამში 29 წლის ფეხბურთელს ბურთი 540 წუთის განმავლობაში არ გაუტანია. სეზონის სტარტი მიულერმა ძალიან კარგად დაიწყო. 4 მატჩში 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მიმდინარე სეზონში ფრანკ რიბერის ბურთი გატანილი ჯერ არ აქვს, უგოლო სერია 760 წუთს შეადგენს. ფრანგ ვინგერს აქტივში მხოლოდ შედეგიანი გადაცემა აქვს.

იდენტური მაჩვენებელი სერჟ გნაბრისაც აქვს. 23 წლის ვინგერმა 11 ჩატარებულ შეხვედრაში მინდორი გოლის გარეშე დატოვა. მას ასევე არც ერთი სრული მატჩი ჩატარებული არ აქვს.

საღამოს სამივე ფეხბურთელს ამ სტატისტიკის გაუმჯობესება შეუძლიათ.


30-10-2018