სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები.

"გუნდში საკადრო პრობლემები შეინიშნება, მაგრამ ამასთან გამკვლავება შეგვიძლია. თუ რამეა მინდორზე გამოსვლა მეც შემიძლია" (იხუმრა კოვაჩმა).

"მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე ლიგის გუნდს დავუპირისპირდებით, ჩვენი მხრიდან მეტოქის შეუფასებლობას ადგილი არ ექნება".

"კრიზისიდან ნელ-ნელა გამოვდივართ. რამდენიმე გამარჯვება მოვიპოვეთ. უქმეებზე ბევრი კარგი დეტალი შევნიშნე. მომდევნო შეხვედრების მოგება და უფრო მეტი ბურთის გატანა გვმართებს".

"დორტმუნდთან მატჩზე ჯერ არ ვფიქრობთ. 10 ნოემბრამდე 3 მატჩის გამართვა გველის. დორტმუნდში 3 მოპოვებული გამარჯვებით გამგზავრება გვსურს".

"სათასო შეხვედრას ხამესი, ულრაიხი, ბოატენგი გამოტოვებენ. კოლუმბიელი გაციებულია. ჩვენი სათადარიგო მეკარის მეუღლე ბავშვს ელოდება, სვენი მის გვერდით იქნება. ბოატენგს კუჭის პრობლემები აწუხებს. გორეცკას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჰუმელსი მონაწილეობას, დიდი ალბათობით, მიიღებს".

"სამშაბათს შეიძლება როტაციას მივმართო. დასვენების საშუალებას ალბათ კიმიხი, ლევანდოვსკი და ტიაგო მიიღებენ".

"ალფონსო დევისი 2 შეხვედრას გამართავს და შემდეგ ბაიერნს შეუერთდება".


29-10-2018