სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ზულე: "ძალა და ცივსისხლიანობა დამაკლდა"

"გამარჯვება არც ისე იოლად მოვიპოვეთ. მოსამატებელი გვაქვს. მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო", განაცხადა იოზუა კიმიხმა.

"მეტოქე ყოველ სანტიმეტრზე იბრძოდა. აქცენტი დაცვაზე ჰქონდათ გადატანილი. მაინცში გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 2:1 სასირცხვილო სულაც არ არის", დაამატა თომას მიულერმა.

"ზედიზედ მესამე რთული მატჩი იყო, რომელშიც ბრძოლა სამ ქულისთვის გვიწევდა. სამწუხაროა, რომ ჩემი გარღვევა გოლით არ დასრულდა. საჯარიმომდე ყველაფერი სწორედ გავაკეთე, მერე ოდნავ ძალა და ცივსისხლიანობა დამაკლდა", აღნიშნა ნიკლას ზულემ.

"დარწუნებული ვარ, რომ გუნდს ზედიზედ 3 გამარჯვება საკუთარ ძალებში რწმენას დაუბრუნებს. ასევე მომატება გვმართებს. მომდევნო დღეებში თასის გათამაშების შემდეგ რაუნდში გასვლა გვსურს, შემდეგ ფრაიბურგის დამარცხება გვჭირდება და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ბედი გვექნება გადასაწყვეტი", დაასრულა ნიკო კოვაჩმა


29-10-2018