სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტიაგომ ბაიერნს 3 ქულა მოუტანა

ბაიერნმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო. სასტარტო შემადგენლობაში თომას მიულერი გამოვიდა, რომელსაც ბოლო მატჩებში კოვაჩი ნაკლებად ენდობოდა. ორჯერ ალაბამ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად. კიმიხმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ტიაგომ მაინცის კარები აიღო. მაგრამ მსაჯმა ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ გოლი გააუქმა, რადგანაც ლევანდოვსკიმ წესები დაარღვია.

ინერციით მიუნხენელები შეტევებს აგრძელებდნენ და თავისას მიაღწიეს. მარჯვენა ფლანგიდან კიმიხმა გორეცკას ჩაუწოდა და ლეონმა აკრობატულ ნახტომში ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:1!

მასპინძელი გუნდი შანსებს კონტრშეტევებზე ეძებდა. პირველ ტაიმში მაინცი მხოლოდ რამდენიმე არაზუსტი დარტყმით დამახსოვრდა.

მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტშივე მაინცმა ანგარიში გაათანაბრა. ბურთი ბოეტიუსმა შეაგდო, 1:1.

მიუნხენელები გაბრაზდნენ და 62-ე წუთზე ტიაგომ ბურთი გაიტანა, რომელიც ამჯერად მსაჯმა არ გააუქმა. საგოლე შეტევა შეცვლაზე შემოსულმა სანჩესმა წამოიწყო, რომელმაც ლევანდოვსკი მონახა და პოლონელმა შედეგიანი გადაცემა მიითვალა, 1:2!

77-ე წუთზე მარტინეზს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ საშუალო დისტანციიდან გასროლილი ბურთი ძელს მოხვდა.

ზულე ერთი ერთზე გაიყვანეს, მაგრამ მცველმა მეკარის მოტყუება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ნიკლასმა ბურთთან ერთად 40-45 მეტრი გაირბინა.

მატჩის მიწურულს კიმიხმა ყვითელი ბარათი მიიღო, ბაიერნმა მაინცი ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში დაამარცხა.


27-10-2018