სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მაინცი - ბაიერნი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს ბაიერნი და მაინცი საიუბილეო შეხვედრას გამართავენ. გუნდები ერთმანეთს 25-ედ შეხვდებიან. აქედან რეკორდმაისტერმა 17 მატჩი მოიგო (3 ფრე და 4 მარცხი). ბურთები, 62:25. წინა სეზონში ბაიერნმა მეტოქეს ორივე შეხვედრა მოუგო (4:0 და 2:0).

8 ტურის შემდეგ მაინცს 9 ქულა აქვს, აქედან გუნდმა 8 საკუთარ კედლებში დააგროვა. წინა სეზონის ჩათვლით მაინცმა სახლში ჩატარებულ 8 მატჩში მხოლოდ ერთი წააგო (4 მოგება და 3 ფრე). მიმდინარე ჩემპიონატში მაინცი ზედიზედ 5 შეხვედრაში მინდორს უგოლოდ ტოვებს. კლუბის ისტორიაში ეს წარუმატებელი სერია ანტირეკორდს შეადგენს.

ბაიერნი მაინცში წარმატებულად თამაშობს. გასვლაზე ჩატარებულ 12 მატჩიდან მიუნხენელებმა მეტოქეს 9 მოუგეს. მოგებათა სერია უკვე 6 შეხვედრას შეიცავს, ბურთები 15:2.

უკანასკნელ 2 მატჩში ლევანდოვსკიმ 3 ბურთი შეაგდო და საკუთარი მშრალი სერიის შეწყვეტა მოახერხა. მაინცი პოლონელი ფორვარდისთვის საყვარელი მეტოქეა. ლევანდოვსკიმ მაინცთან ჩატარებულ 15 მატჩში 13 გოლი მიითვალა, აქედან 7 ბაიერნის მაისურში შეძლო.


27-10-2018