სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"შეხვედრების მოგების გაგრძელება გვსურს".

"დაცვის ხაზში როტაციას განვაგრძობ. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მცველის დაღლილობა შევნიშნე, მაშინ მას დასვენების საშუალება მიეცემა".

"გაუმჯობესებას ყველა მიმართულებით ვცდილობთ. დაშვებულ შეცდომებზე ვსწავლობთ. იმედი მაქვს, რომ მეტოქეებსაც შეცდომები ექნებათ".

"ახლა კრიზისი სხვა ევროპულ გრანდებსაც აქვთ. შაბათს 90 წუთის განმავლობაში დინამიური და აქტიური თამაშის დემონსტრირება გვმართებს".

"სალიჰამიჯიჩთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით. უამრავ თემებს განვიხილავთ. ხანდახან საწინააღმდეგო აზრებს ვაფიქსირებთ. ნორმალურ სამუშაო პროცესში ვიმყოფებით".

"გუნდში კარგი ატმოსფერო სუფევს. ბოლო ორმა გამარჯვებამ სიტუაცია გააუმჯობესა".

"სეზონის დასაწყისში თამაში ყველას სურს, ხამესი გამონაკლისი არ არის. ეს ნორმალური მოვლენაა. მან ნაკრებში ითამაშა. შემდეგ ვოლფსბურგთან და აეკთან გამოვიდა. ათენში მატჩის ბოლოს გადაღლილი ჩანდა და შევცვალეთ. სათამაშო დრო ყველას ექნება".

"მარტინეზი ყველგან ასწრებს. დაცვას ეხმარება, ხამესთან და ტიაგოსთან ერთად შეტევებს იწყებს".

"იმედი მხოლოდ შრომის წყალობით ცოცხლობს. წარმატების მისაღწევად შრომა ერთადერთი ხერხია. გუნდმა 90 წუთის განმავლობაში უნდა იბროძოლოს. ბიჭებისგან 90 წუთის განმავლობაში ბრძოლისუნარიანობას ვხედავ".


26-10-2018