სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ დასკვნითი ტურის წინ ბაიერნი დორტმუნდს 2 ქულით ჩამორჩება, რეკორდმაისტერს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსები ჯერ არ დაუკარგავს. ბუნდესლიგის ისტორიაში მიუნხენელებმა 1985/86 წწ. და 1999/00 წწ. მსგავს სიტუაციაში ვერცხლის სინი მაინც მოიპოვეს.

ბაიერნმა კიოლნს უკანასკნელი 8 გასვლითი მატჩი მოუგო. რეკორდმაისტერის წაუგებელი სერია ამ მეტოქის წინააღმდეგ უკვე 17 შეხვედრას შეადგენს (15 გამარჯვება და 2 ფრე).

ბუნდესლიგის 10 მატჩის ფარგლებში გნაბრიმ კიოლნს 11 ბურთი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ვინგერმა უკანასკნელ 4 ტურში 5 გოლი მიითვალა.


25-05-2023