სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩმა და სალიჰამიჯიჩმა გნაბრი შეაქეს

"წინა მატჩებში რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც ქულები დავკარგეთ. ვარჯიშებზე ამ პრობლემის გადასაწყვეტად ბევრს ვმუშაობთ. მთავარია, რომ გუნდმა გასული შეხვედრა მოიგო", განაცხადა სერჟ გნაბრიმ.

"გნაბრი ძალიან კარგად მოქმედებდა. ინიციატივას საკუთარ თავზე იღებდა. სრული მოტივაციით თამაშობდა. ყველანი მისგან ბაიერნის მაისურში პირველ გოლს ველოდებით. ყველა შეხვედრაში მაქსიმუმზე იხარჯება. ძალიან კმაყოფილი ვარ", აღნიშნა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"აეკთან მატჩის პირველ ტაიმში სერჟს 2-3 კარგი მომენტი ჰქონდა. მეორე ნახევარში მან მონაწილეობა საგოლე შეტევაში მიიღო. საკუთარ ძალებში რწმენა აქვს და იმედი მაქვს საუკეთესო თამაშის დემონსტრირებას გააგრძელებს", შეაქო 23 წლის ვინგერი ნიკო კოვაჩმა.

აეკთან შეხვედრაში სერჟ გნაბრი Man of the Match-ად დაასახელეს.


24-10-2018