სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ბაიერნი დორტმუნდს ერთი ქულით ასწრებს. 31 შემთხვევიდან 29-ში ბოლოს სინი მიუნხენში მიდიოდა.

რეკორდმაისტერმა ხარებს 16 მატჩიდან 9 მოუგეს (6 ფრე და მარცხი). საშინაო შეხვედრებში ბაიერნმა 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა - 4 მოგება და 3 ფრე.

მიმდინარე ჩემპიონატში ალიანც არენაზე მიუნხენელები წაუგებლები არიან - 11 გამარჯვება და 5 ფრე.

საშინაო არენაზე ბაიერნი მინიმუმ ერთ ბურთს უკვე 75 მატჩის განმავლობაში იტანს. უკეთესი სერია რეკორდმაისტერს 1979-82 წწ. ჰქონდა (77 შეხვედრა).

2023 წლის გასვლით 8 მატჩში ლაიპციგმა მხოლოდ 6 ბურთი გაუშვა. ბუნდესლიგის გუნდებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნმა მეტოქეს 6 ბურთი მეხუთედ გაუტანა (შალკესთან, გასვლით ტურში). არც ერთ სხვა გუნდს სეზონის განმავლობაში ამ შედეგისთვის არ მიუღწევია.

უკანასკნელ 3 ტურში გნაბრიმ 4 გოლი მიითვალა. ჩემპიონატში შემტევს უკვე 13 ბურთი დაუგროვდა. პირადი რეკორდი 14 გოლს უდრის (წინა სეზონში).


18-05-2023