სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: "მატჩით კმაყოფილი დავრჩი"

"ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, მეტოქეზე ვდომინირებდით. ათენში ანგარიშით 4:0 ან 5:0 მოგება მარტივი საქმე არ არის. პირველ ტაიმში საკუთარი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. საერთო ჯამში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. მეტოქე დაცვიდან თამაშობდა და მინდორზე ძალიან კომპაქტურად იყო განლაგებული. ასეთ მატჩებში ჯერ თავისუფალი ზონების მოძიება არის საჭირო. მეორე ნახევარში 5-10 წუთიანი მონაკვეთი გვქონდა, რომლის განმავლობაში თამაში ნაკლებად გამოგვდიოდა, მაგრამ შემდგომში კარგი თამაშის დემონსტრირება ისევ შევძელით. გასვლით მატჩში ბურთის გატანა აუცილებელია. კმაყოფილი დავრჩი. ათენში თამაში სხვა გუნდებსაც გაუჭირდება. დღეს ბევრი დადებითი მომენტი შევნიშნე", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


24-10-2018