სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ათენში ბაიერნმა 3 ქულა მოიპოვა

პირველ ნახევარში ბაიერნი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. გუნდს საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. ძალიან აქტიური გნაბრი იყო. კოვაჩის შეგირდებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერც ერთი ვერ გამოიყენეს. მეტოქეს მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ თაურით დარტყმულ ბურთს ნოიერი ადგილზე დახვდა.

მეორე ტაიმი იგივე სცენარით დაიწყო, მაგრამ ბაიერნმა ბურთების გატანა შეძლო. 2 წუთის განმავლობაში ჯერ მარტინეზმა ლამაზ ვარდნაში და შემდეგ ლევანდოვსკიმ გნაბრის გადაცემის შემდეგ ანგარიში 2:0-მდე გაზარდეს.

რამოდენიმე წუთში ლევის ქუსლით დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეკარემ ბურთის გაჩერება ხაზზე მოახერხა.

75-ე წუთზე კოვაჩმა მიულერი გამოუშვა. თომასმა გნაბრი შეცვალა, რომელმაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.

ბაიერნმა 3 ქული მოიპოვა. დაველოდოთ აიაქსსა და ბენფიკას შორის მატჩის დასასრულს.


23-10-2018