სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

აეკი - ბაიერნი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონი ბაიერნისთვის 22-ე იქნება, მაგრამ ტურნირის ფარგლებში მიუნხენელები აეკს პირველად შეხვდებიან. 3 წლის წინ ბაიერნმა ორჯერ ოლიმპიაკოსს სძლია - 3:0 გასვლაზე და 4:0 ალიანც არენაზე. იმ მატჩების მთავარი გოლეადორი თომას მიულერი გახდა, რომელმაც 3 ბურთი შეაგდო.

ევროთასების ფარგლებში ბაიერნი ბერძნულ კლუბებს მეცხრედ დაუპირისპირდება. გასულ შეხვედრებში რეკორდმაისტერს მარცხი არ უწვნია. ორი ფრე 1983/84 წწ. უეფას თასის გათამაშების ფარგლებში პაოკის წინააღმდეგ დაფიქსირდა. მაშინ ბაიერნი მეტოქეს მხოლოდ პენალტების სერიის დახმარებით გასცდა (9:8). მიუნხენელებმა უკანასკნელ 6 მატჩში ბერძნული კლუბების წინააღმდეგ არც ერთი ბურთი არ გაუშვეს.

ბოლო დროს ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნი გასვლით შეხვედრებს მშვენივრად ატარებს. უკანასკნელი 6 მატჩიდან მიუნხენელებმა 5 მოიგეს. ერთადერთი ფრე რეალის წინააღმდეგ შეხვედრაში დაფიქსირდა (2:2). ბოლოს ანალოგიური სერია ბაიერნს 2012 წლის ოქტომბრიდან დაწყებული 2014 წლის აპრილამდე დამთავრებული ჰქონდა. მაშინ მიუნხენელებმა საკლუბო რეკორდი დაამყარეს - 10 გასვლითი მატჩი მარცხის გარეშე. ასევე ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ გასვლით 6 შეხვედრაში ყოველთვის მინიმუმ ორ ბურთს იტანდა. ბოლოს ანალოგიური სერია 2009 წლის დეკემბრიდან დაწყებული 2010 წლის ნოემბრამდე დამთავრებული დაფიქსირდა (მაშინ ზედიზედ 7 შეხვედრაში).


23-10-2018