სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაგელზმანი: სიტის დამარცხება გვმართებს

"მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში უფრო შორს გვსურს გასვლა, ვიდრე ეს შარშან გამოგვივიდა. აქედან გამომდინარე, სიტის დამარცხება გვმართებს. ეს წილისყრის რთული, მაგრამ კარგი შედეგია. იმ შემთხვევაში, თუ ბოლოს ტიტულს მოვიპოვებთ, ვერავინ ვერ იტყვის, რომ გაგვიმართლა. ჯგუფურ სტადიაზე ინტერს და ბარსელონას შევხდით. შემდეგ პსჟ-ს ჯერი დადგა, ახლა კი მეტოქედ სიტი გვყავს. პეპ გუარდიოლას და მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება. ენერგიით სავსე ვარ. კარგად მოვემზადებით. ამ დუელს მოუთმენლად ველოდები", აღნიშნა იულიან ნაგელზმანმა.


17-03-2023