სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

უკანასკნელი გასვლითი 5 შეხვედრიდან ბაიერნმა ლევერკუზენს 4 მოუგო. რეკორდმაისტერს ფარმაცევტების წინააღმდეგ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგვროვდათ.

მიმდინარე ჩემპიონატში მიუნხენელებმა კვირას საღამოს ჩატარებული 5-ივე შეხვედრა მოიგეს. უკანასკნელი 10 მატჩიდან, რომლებიც კვირას საღამოს ჩატარდა, ბაიერნმა მხოლოდ ერთი ვერ მოიგო (2022 წლის მაისში, შტუტგარტთან 2:2).

მიუნხენელებმა უკანასკნელი 9 მატჩიდან 8 მოიგეს. გუნდი მონაწილეობას სამივე ტურნირზე განაგრძობს. ბაიერნს გლადბახთან მარცხის გარდა უკანასკნელი 25 შეხვედრიდან 20 მოგებული აქვს (4 ფრე).

მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნის შეტევამ 71 ბურთი შეაგდო (დორტმუნდს და ლაიპციგს 49 აქვთ). პირველ ტაიმებში რეკორდმაისტერმა 47 გოლი მიითვალა.

კვირას საღამოს მიუნხენელები ჩაბი ალონსოს დაუპირისპირდებიან, რომელი 2014-17 წწ. მიუნხელენების ღირსებას იცავდა. ახლა ბასკი ლევერკუზენს წვრთნის.


15-03-2023