სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე და რობენი აეკთან მატჩის შესახებ

"ვოლფსბურგში გუნდმა პირველი ნაბიჯი გადადგა. იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩებში წარმატებულ სერიას განვაგრძობთ. ათენში გავაგრძელებთ იმას, რაც ვოლფსბურგში შევძელით", თქვა რუმენიგემ.

"აეკის წინააღმდეგ ორივე მატჩის მოგება გვმართებს. ჯგუფში კარგ პოზიციაში მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნებით", დაამატა არიენ რობენმა, რომლისთვის ჩემპიონთა ლიგაში 109-ე შეხვედრა იქნება.

"სტადიონზე მშვენიერი ატმოსფერო სუფევს. საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით. კარგი მომზადება და საუკეთესო თამაშის დემონსტრირება გვმართებს. მატჩს სრული კონცენტრაციით და მაქსიმალური მოტივაციით უნდა შევხდეთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ იოლი გასეირნება გველის. რიბერის წაყვანას აზრი არ ჰქონდა. მას ზურგი აწუხებს. მიუნხენში სამედიცინო შტაბი მას სათანადოდ მიხედავს", დაასრულა ბაიერნის ფუნქციონერმა.


23-10-2018