სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა შტუტგარტს 107 გამართული მატჩიდან 67 მოუგო (22 ფრე და 18 მარცხი). საერთო ჯამში რეკორმაისტერმა ამ მეტოქეს 80 შეხვედრა მოუგო.

უკანასკნელი 12 გასვლითი მატჩიდან მიუნხენელებმა შვაბებს 10 მოუგეს. საერთო ჯამში 53 გასვლით შეხვედრაში ბაიერნმა 98 ბურთი გაიტანა. შაბათს საღამოს ეს მაჩვენებელი შეიძლება 100-მდე გაიზარდოს.

შაბათს გამოტანილ შეხვედრებს მიუნხენელები, როგორც წესი, არ აგებენ. გუნდს 24-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა (19 გამარჯვება და 5 ფრე). უკანასკნელად რეკორდმაისტერი შაბათს საღამოს გამოტანილი შეხვედრა 2019 წლის ნოემბერში დათმეს (ლევერკუზენთან, 1:2).

შტუტგარტთან დეივისი ბაიერნის მაისურში ბუნდესლიგის ფარგლებში მე-100 შეხვედრას გამართავს. კლუბის ისტორიაში 22 წლის ფეხბურთელი პირველი არა გერმანელი იქნება, რომელმაც ესეთ ახალგაზრდა ასაკში ამ მაჩვენებელს მიაღწევს.

თომას მიულერს გოლ+პასის სისტემით უკვე 299 ქულა დაუგროვდა (141 გოლი და 158 გადაცემა). შტუტგარტში 33 წლის ფეხბურთელს 300-ე ქულის ჩაწერა შეუძლია. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლევანდოვსკის აქვს - 367.

1991-94 წწ. შტუტგარტის ახლანდელი მწვრთნელი ბაიერნის ღირსებას იცავდა და 1994 წელს რეკორდმაისტერთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაგრამ მწვრთნელის რანგში 57 წლის სპეციალისტმა ბაიერნის წინააღმდეგ 16-ივე შეხვედრა წააგო (საერთო ანგარიშით 16:52).


02-03-2023