სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა და ფაქტები

შაბათს საღამოს თომას მიულერმა ბუნდესლიგაში თავისი 428-ე მატჩი ჩაატარა, რაც მინდვრის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. წინა რეკორდი ლეგენდარულ გერდ მიულერს ეკუთვნოდა (427). ბოჰუმის კარებში თომასმა 141-ე ბურთი გაიტანა. ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირების სიაში ბაიერნელი მე-19 ადგილზე იმყოფება.

ბაიერნის მაისურში სერჟ გნაბრიმ საიუბილეო 200-ე მატჩი ჩაატარა. ვინგერმა პენალტიდან ბურთი გაიტანა და, საერთო ჯამში, მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამაზე პირადი სტატისტიკაც მეტყველებს.

ბოჰუმთან შეხვედრაში არიონ იბრაჰიმოვიჩმა პირველ გუნდში დებიუტი იზეიმა. კლუბის ისტორიაში თავდასხმელი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია (პაულ ვანერის შემდეგ). იბრაჰიმოვიჩს ბურთის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ შეაგდო. კარების აღების შემთხვევაში არიონი კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდებოდა (17 წელი და 2 თვე).

მიმდინარე ჩემპიონატში ბოჰუმის წინააღმდეგ შეხვედრებში კომანმა 2 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ ფრანგი ვინგერი ბურთებს ზედიზედ 2 შეხვედრას იტანს.

ალიანც არენაზე ბაიერნს 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 15 გამარჯვება და 7 ფრე. უკანასკნელად რეკორდმაისტერმა 2021 წლის იანვარში წააგო (გლადბახთან).


12-02-2023