სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კომანის მეორე დუბლი ბაიერნის მაისურში

კვირას საღამოს, ვოლფსბურგთან გასვლით მატჩში, მე-19 წუთისთვის ბაიერნმა 3 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. კომანმა დუბლის შესრულება მოახერხა. საბოლოოდ რეკორდმაისტერმა მიმდინარე ჩემპიონატში რიგით მეშვიდე გასვლითი გამარჯვება მოიპოვა.

პირველი გოლის სიტუაციაში ფრანგმა ვინგერმა საჯარიმოში ჩააწოდა, მაგრამ მიულერი ბურთს ვერ მიწვდა "მგლების" მეკარე კი სრული კონცენტრაციით ბაიერნის თავდასხმელზე იყო გადართული. საბოლოოდ, ბურთი ხელუხლებელი ბადეში ჩაეშვა.

მეორე გოლის შემთხვევაში კომანზე მშვენიერი გადაცემა კანსელუმ შეასრულა. კინგზლიმ ერთი შეხებით ბურთი კარებში გადააგზავნა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა უკვე მეორე ასისტი მიითვალა.

ბაიერნის მაისურში ფრანგმა ვინგერმა უკვე მეორე დუბლი შეასრულა. პირველად ეს, 2019 წელს დიუსელდორფთან შეხვედრაში მოხდა (4:1).

ვოლფსბურგს კომანმა უკვე მესამედ გაუტანა. უფრო მეტჯერ კინგზლიმ მხოლოდ მაინცი დაამწუხრა - 4 გოლი.


06-02-2023