სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ადგილი დაიბრუნა

გასვლაზე ბაიერნმა ვოლფსბურგი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიბრუნდა. სასტარტო 19 წუთში რეკორდმაისტერმა 3 ბურთი გაიტანა. დუბლი კომანმა მიითვალა, ერთი ბურთი მიულერმა შეაგდო. კონსელუმ მორიგი ასისტი შეასრულა, რომლის შემდეგ კინგზლიმ ერთი შეხებით ლამაზად ბურთი კარებში გადააგზავნა. პირველი ტაიმის მიწურულს "მგლებმა" ერთი ბურთი გაჰქვითეს, 1:3. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში ბაიერნი კაცნაკლული დარჩა. მეორე გაფრთხილების შემდეგ მინდვრის დატოვება კიმიხს მოუწია. ნაგელზმანმა გუნდის შემადგენლობა და სათამაშო სქემა შეცვალა. კაპიტნის სამკლაური ლეონ გორეცკას ერგო. უმცირესობაში თამაშის მიუხედავად მიუნხენელებმა მეოთხე ბურთი შეაგდეს. ულამაზესი დრიბლინგის შემდეგ მუსიალამ "მგლების" კარები მეოთხედ აიღო. ვოლფსბურგმა ანგარიშის გაჰქვითვა ისევ შეძლო. მასპინძლებმა მესამე ბურთიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა გორეცკაზე თამაშის დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ზომერმა გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა. საერთო ჯამში ძალიან სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა.

მე-20 ტურში ბაიერნი მეგობრებს ბოჰუმიდან უმასპინძლებს. მატჩი ალიანც არენაზე შაბათს გაიმართება.


06-02-2023