სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი თასის მეოთხედფინალში გავიდა

ბაიერნმა გასვლაზე თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. რეკორდმაისტერმა მაინც 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. გოლები ჩუპო მოტინგმა, ჯამალ მუსიალამ, ლეროი ზანემ და ალფონსო დეივისმა მიითვალეს.

პირველ ტაიმში მიუნხენელებმა მეტოქე გადათელეს, როგორც იტყვიან. ბაიერნმა მაინცს 3 ბურთი გაუტანა. პირველი ასისტი გუნდის ახალწვეულმა ჟოაო კანსელუმ ჩაიწერა. დებიუტი ოფიციალურ მატჩში ასევე დეილი ბლინდმა იზეიმა. მეორე ნახევრის მიწურუს ლამაზი თაური დარტყმით დეივისმა ანგარიში 4:0 გახადა.

კვირას მეოთხედფინალური სტადიის წილისყრა შედგება.


02-02-2023