სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი: "მოგება მოგებაზე მოპოვება გვმართებს"

"კარების სიახლოვეს ცივსისხლიანობა ლევანდოვსკის დამახასიათებელი ნიშანია. გუნდისთვის მისი მნიშვნელობა ყველასთვის ცნობილია. მოხარულები ვართ, რომ ისევ გაიტანა", შეაქო ფორვარდი ნიკო კოვაჩმა.

"მგლების" წინააღმდეგ გამართულ 16 შეხვედრაში პოლონელმა 18 გოლი მიითვალა.

"ეს შედეგი შეიძლება უბრალოდ დამთხვევაა. მაგრამ ბურთების გატანა და ამით გუნდისთვის დახმარების გაწევა მიხარია", აღნიშნა ლევანდოვსკიმ.

"რობერტმა ორი ბურთი გაიტანა და შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მატჩი მშვენივრად ჩაატარა. რობენის წითელი ბარათის გამო არ გაგვიმართლა. თითქმის ეგრევე საკუთარ კარებში გოლი მივიღეთ. მაგრამ კარგი თამაშის დემონსტრირება კაცნაკლულ შემადგენლობაშიც შევძელით. კოლექტიური თავდაცვა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა", თქვა იოზუა კიმიხმა.

"ყველამ შენიშნა, რომ ინდივიდუალური კლასის გარდა ბაიერნს ბრძოლაც შეუძლია. ეს სწორი გზაა, რომელსაც უნდა მივყვეთ", ხაზი გაუსვა ნიკო კოვაჩმა.

"თამაში 3 დღეში ერთხელ მოგვიწევს, მაგრამ ეს კარგი რიტმია. მოგება მოგებაზე მოპოვება გვმართებს", დაასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ.


21-10-2018