სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: მერვედფინალში გასვლა ძალიან გვსურს

"ესპანეთის მოგების შემთხვევაში კოსტა რიკას მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ეყოფა. აქედან გამომდინარე მეტოქე დაცვიდან ითამაშებს. ამ ზღუდეების გარღვევა გვმართებს. იგივე შემართების ხილვა მსურს, რაც ესპანეთთან მატჩში იყო. ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ზანე მინდორზე გამოსასვლელად მზად არის. მუსიალა მშვენიერი ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის სასარგებლოა. კიმიზი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ნამდვილი ლიდერია, რომელიც პარტნიორებისთვის სამაგალითოა. მერვედფინალში გასვლა ძალიან გვსურს. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვიმყოფებით", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


01-12-2022