სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მუნდიალებზე მანშაფტის შავი სერია გრძელდება

მანშაფტის წარუმატებელი სერია მუნდიალებზე გაგრძელდა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ფლიქის შეგირდებმა იაპონიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

სასტარტო შემადგენლობაში 5 ბაიერნელი გამოვიდა: ნოიერი, კიმიხი, მუსიალა, მიულერი და გნაბრი. გორეცკა სკამზე დარჩა, ზანე მუხლის ტრავმის გამო თამაშ გარე დარჩა.

პირველ ნახევარში გერმანიამ მეტოქეს თამაშის ყველა კომპონენტში აჯობა. 33-ე წუთზე გიუნდოგანმა პენალტი შეაგდო. მანამდეც მანშაფტის ფეხბურთელებს რამოდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ. პირველი ნახევრის მიწურულს ჰავერცმა მეორე ბურთი გაიტანა, მაგრამ VAR-თან შემოწმების შემდეგ არბიტრმა ოფსაიდის გამო გოლი გააუქმა.

მეორე ნახევარში მანშაფტი ინერციით მომენტებს ქმნიდა. ნახევარი წუთის განმავლობაში მეტოქის მეკარემ თავისი ნაკრები გოლს ოთხჯერ გადაარჩინა. ამის შემდეგ გერმანელები მოდუნდნენ, რის გამოც ორჯერ დაისაჯნენ...

მეორე ტურში სუპერ ბრძოლა შედგება. მანშაფტი "ფურია როჰა"-ს დაუპირისპირდება. ნეგატიური შედეგის შემთხვევაში გერმანია ტურნირს გამოეთიშება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სცენარი არ შედგება.


23-11-2022