სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხის წინა სამატჩო კომენტარები

"ლეროი ზანე მშვენიერ კონდიციებში იმყოფებოდა. სწრაფი ფეხბურთელია, რომელიც მეტოქის კარებთან ძალიან სახიფათოა. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში დაგვიბრუნდება. თომას მიულერი კარგად არის მომზადებული. ვარჯიშებზე მშვენივრად გამოიყურებოდა. ტრავმიანობა მისთვის უჩვეულო ამბავია. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის ყველაზე დიდი ტურნირია. ყველა მოთამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება მაღალ დონეზე სურთ. დიდი მოტივაცია გაგვაჩნია. პირველი მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. უკანასკნელ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე პირველი მატჩები წავაგეთ, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ", განაცხადა იოზუა კიმიხმა.


22-11-2022