სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბირჰოფი: წარმატებულად ტურნირის დაწყება მნიშვნელოვანი იქნება

"ვერ ვიტყვით, რომ ტურნირის ფავორიტები ვართ. რომელიმე ნაკრების გამოყოფა რთულია. ტურნირში უამრავი კარგი და ძლიერი გუნდი მონაწილეობს. ვთვლი, რომ არგენტინას და ბრაზილიას ძალიან ძლიერი შემადგენლობები ჰყავთ. როგორც ყოველთვის, ყველაფერს ტურნირი გადაწყვეტს. ჩვენს ფეხბურთელებს მაღალი ოსტატობა აქვთ. წარმატებულად ტურნირის დაწყება მნიშვნელოვანი იქნება. საკუთარ ძალებში რწმენას აგვიმაღლებს. შემდგომში მატჩიდან მატჩამდე ვიხილავთ. სტარტის აღება სრული კონცენტრაციით გვმართებს. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით ყველა ფეხბურთელი კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. ტონი რუდიგერი და თომას მიულერი ვარჯიშებს დაუბრუნდნენ. მატჩის დონე რა თქმა უნდა ძალიან მაღალი იქნება. ცუდია, რომ მოსამზადებლად საკმაოდ ცოტა დრო გვქონდა. ადრე ეს 2-3 კვირა იყო, ახლა კი მხოლოდ 10 დღე. ნიკლას ფულკრუგს ვირუსული ინფექცია აწუხებს. გამოჯანმრთელების კონკრეტულ ვადას ვერ დავასახელებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველ მატჩამდე მწყობრს დაუბრუნდება", განაცხადა ოლივერ ბირჰოფმა.


20-11-2022