სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერი: ძლიერი დაცვის ხაზი გვყავს

"გუნდი თავს კარგად გრძნობს. ყველაფრით კმაყოფილები ვართ. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ბაზა მშვენიერი საკურორტო ადგილია. აქ, რაც შეიძლება, დიდი ხნით გაჩერება გვსურს. ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველით. მეტოქეებს საქმეში ვიხილავთ. ტურნირის წარმატებულად დაწყება მნიშვნელოვანია. პირველი მატჩის მოგება აუცილებელია. დაცვის ხაზში იაპონელებს გაუჭირდებათ, რადგანაც ჩვენი შემტევები ფიზიკურად უფრო განვითარებულები არიან. მძლავრ შეტევებს განვახორციელებთ. ნიკლას ზულეს და ტონი რუდიგერს დიდიხანია ვიცნობ. ძლიერი დაცვის ხაზი გვყავს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მიულერი ვარჯიშებს დაუბრუნდა, ამით მოხარულები ვართ. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს", აღნიშნა მანუელ ნოიერმა.


20-11-2022