სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის დუბლი და ნანატრი 3 ქულა

შეხვედრა გუნდმა არც ისე მაღალი ტემპით დაიწყო. მეათე წუთისთვის ბაიერნის უპირატესობა საკმაოდ საგრძნობი გახდა. კასტელსმა "მგლები" რამოდენიმეჯერ გადაარჩინა. მაგრამ ლევანდოვსკიმ ვოლფსბურგის კარები მაინც აიღო. აღსანიშნავია, ჰუმელსის მშვენიერი პასი და ტიაგოს მიერ ბურთის გატარება, რომლის შემდეგ პოლონელი ფორვარდი მეკარეს წინ მარტო დარჩა და საკუთარი შანსი გამოიყენა.

პირველ 45 წუთში მეტოქემ მხოლოდ რამდენიმე კუთხურით დამახსოვრდა, რომლების შემდეგ დიდი ხიფათი არ შექმნილა.

მეორე ტაიმი ეგრევე ლევანდოვსკის მეორე გოლით დაიწყო. კატასტროფული შეცდომა "მგლების" მცველმა დაუშვა, რომელმაც რობერტს ბურთი აჩუქა. რობერტი მეკარესთან ისევ ერთი ერთზე დარჩა და ცივსისხლიანად დუბლი მიითვალა.

53-ე წუთზე შეცვლაზე გამოსულმა რაფინიამ საჯარიმოში მეტოქე წააქცია. ვინკმანმა ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ ბრაზილიელის ბედზე გვერდითმა არბიტრმა ოფსაიდი დააფიქსირა და მთავარმა მსაჯმა 11-მეტრიანი გააუქმა.

5 წუთში რობენმა სულელურად მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომლის შემდეგ ჰოლანდიელს მინდვრის დატოვება მოუწია.

63-ე წუთზე ვოლფსბურგმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. ვიგჰორსთმა ნოიერის კარები აიღო, 1:2...

10 წუთში ხამესმა ანგარიშის გაზრდა შეძლო. კოლუმბიელმა მეტოქის ახლო კუთხე დალაშქრა, 1:3!

75-ე წუთზე ლევანდოვსკის ჰეთ-ტრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ ვოლფსბურგი მეოთხე გოლისგან კასტილსმა გადაარჩინა.

მატჩის ბოლო მხოლოდ ნოიერის ყვითელი ბარათით დამახსოვრდა. მიუნხენელებმა ნანატრი 3 ქულა მოიპოვეს.


20-10-2018