სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიას ომანთან გაუჭირდა

მანშაფტს ომანთან საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია. მატჩის ბოლო მონაკვეთში ერთადერთი ბურთი ნაკრების დებიუტანტმა ფულკრუგმა გაიტანა.

რა თქმა უნდა, ჰანზი ფლიქმა მინდორზე ექსპერიმენტალური შემადგენლობა გამოიყვანა. პირველ ტაიმში მასპინძლებს რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ. გერმანელებმა კი პირველი 45 წუთი ჩააგდეს. ერთადერთი მომენტი მუკოკოს შეექმნა, მაგრამ დარტყმა მეკარემ მოიგერია.

მეორე ნახევარში მანშაფტი ოდნავ გამოცოცხლდა. მინდორზე კიმიხი, ბრანდტი და ა.შ. გამოჩნდნენ, რომლებმაც შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს.

23 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გერმანია იაპონიას დაუპირისპირდება.


16-11-2022