სხვა ამბები

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მუნდიალზე 17 ბაიერნელს ვიხილავთ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბაიერნის 17 ფეხბურთელი გაემგზავრება. მანშაფტის ღირსებას ნოიერი, კიმიხი, გორეცკა, გნაბრი, ზანე, მიულერი და მუსიალა დაიცავენ. ორშაბათს გერმანელები ომანში გაემგზავრნენ, სადაც 16 ნოემბერს ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, რომელიც იაპონიასთან მატჩამდე (23 ნოემბერი) გენერალური რეპეტიცია იქნება.

უპამეკანო, პავარი, ერნანდეზი და კომანი საფრანგეთის შემადგენლობაში იასპარეზებენ. ასევე მუნდიალზე დე ლიჰტს (ჰოლანდია), მაზრაუის (მაროკო), სტანიშიჩს (ხორვატია), დეივისს (კანადა), ჩუპო მოტინგს (კამერუნი) და მანეს (სენეგალი) ვიხილავთ. უკანასკნელი ინფორმაციით, სადიო ტრავმას ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე მოიშუშებს.


14-11-2022